
სააკაშვილი ჯარისკაცებს მაღალ შეფასებას აძლევს
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, დღეს, დილის 5:30 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა კრწანისის სასწავლო სამხედრო ნაწილში, სადაც წვრთნას მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადების ბატალიონები გადიან, საწვრთნელი განგაში გამოაცხადეს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრთან და ჯარისკაცებთან ერთად 4 კილომეტრიანი დისტანცია სირბილით დაფარა, მიხეილ სააკაშვილმა ჯარისკაცების მზადყოფნასა და ფიზიკურ მომზადებას მაღალი შეფასება მისცა.
ცოტა ხნის წინ ერთ–ერთ სამხედრო ნაწილში პრეზიდენტ სააკაშვილის მოულოდნელ ვიზიტს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის ალექსანდრე კიკნაძის თანამდებობა შეეწირა, რადგანაც, გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი უკმაყოფილო დარჩა ნაწილში სამხედრო მზადყოფნით.