skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილი: საქართველო გაააქტიურებს მუშაობას ნატოში ინტეგრაციისთვის

საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან რობერტ სიმონსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო გაააქტიურებს მუშაობას ნატო-ში ინტერგაციის პროცესის დაჩქარების მიზნით.


საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე გააფართოებს თავის მისიას ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურ კონტროლს განახორციელებს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) მიმდინარეობაზე.


“ჩვენი [საქართველოს ხელისუფლების]  საგარეო და საშინაო პოლიტიკის მთავარი მიზანი არის ნატოში გაწევრიანება“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.   


რობერტ სიმონსი თბილისში 24 ოქტომბერს ჩამოვიდა. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button