ახალი ამბები

აშშ მზადაა ითანამშრომლობს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების საკითზე კომენტირებისას განაცხადა, რომ აშშ მზად არის იმუშავოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან.


“ეს საქართველოს მთავრობის შიდა საკითხია. ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ ვიმუშავოთ საქართველოს მთავრობასთან საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე, ასევე ვიმუშავოთ ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან [გელა ბეჟუაშვილთან]. მაგრამ, რაც შეეხება სხვა საკითხებს, ეს უკვე თავად საქართველოს მთავრობამ უნდა მოაგვაროს“, – განაცხადა შონ მაკკორმაკმა 20 ოქტომბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე. 


სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 19 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების უკომპრომისო მოთხოვნის შედეგად თანამდებობიდან გაათავისუფლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button