skip to content
ახალი ამბები

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ბეჟუაშვილი გახდა







საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა პრეზიდენტთან შეთანხმების შედეგად 20 ოქტომბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გელა ბეჟუაშვილის დანიშვნის თაობაზე.

გელა ბეჟუაშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი შარშან ივნისში გახდა, მანამდე კი თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.

გელა ბეჟუაშვილი, რომელმაც 1991 წელს დაამთავრა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის უკრაინის ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და ასევე 1997 წელს მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (აშშ), 1991-2000 წლებში  საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. იგი იყო ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ყაზახეთის რესპუბლიკაში. 2000-2004 წლებში კი ბეჟუაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გელა ბეჟუაშვილის შემცვლელი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე შესაძლოა უკრაინაში საქართველოს ელჩის გრიგოლ ქათამაძის კანდიდატურა დასახელდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button