ახალი ამბები

ნოღაიდელი აშშ-ში მიემგზავრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით 19 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.


24 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან.


იგი ასევე შეხვდება მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს.


ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრა ამერიკის ენერგეტიკის მინისტრთან, ფინანსური ცენტრის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და სენატორებთან.


 


 

Back to top button