skip to content
ახალი ამბები

გაეროს ეგიდით მორიგი ქართულ–აფხაზური შეხვედრა სოხუმში იგეგმება

20-21 ოქტომბერს საქართველოს დელეგაცია სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას ხელმძღვანელობით სოხუმში გაემგზავრება, სადაც შედგება გაეროს ეგიდით ორგანიზებული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული შეხვედრა.


სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ქართული მხარის პოზიციების შესაჯერებლად მიმდინარეობს კონსულტაციები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან.


უკანასკნელად ქართული და აფხაზური მხარეები სოჭში 6–7 ოქტომბერს შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც გალის რაიონში დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების და მათი რეგისტრაციის საკითხები იქნა განხილული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button