skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა საბიუჯეტო ცვლილებები დაამტკიცა

დღეს პარლამენტმა 129 ხმით 12–ის წინააღმდეგ მიიღო 2005 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, რომელიც ბიუჯეტის ხარჯვითი და საშემოსავლო ნაწილის 26 მლნ ლარით გაზრდას ითვალისწინებს.


საბიუჯეტოს ცვლილებების შედეგად ხარჯებში პრიორიტეტი ძალოვან სტრუქტურებს ენიჭებათ. კერძოდ, თავდაცვის სამინისტრო მიიღებს 7,5 მილიონი ლარს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი 2,1 მილიონ ლარს.


ენერგეტიკაზე გათვალისწინებულია 4,1 მლნ ლარი, ჯანმრთელობის დაცვის სფეროზე 3,5 მლნ ლარი, კულტურის სფეროზე 2,3 მლნ ლარი, განათლების სფეროზე 1,8 მლნ ლარი. ამასთან, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების დაფინანსება 3,9 მილიონი ლარით იზრდება.


თუმცა მთლიანი ხარჯების ზრდის მიუხედავად,  826 ათასი ლარით მცირდება სოციალური დაზღვევისა და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები, ხოლო სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების დაფინანსება 88 ათასი ლარით იკლებს.


მიმდინარე წელს მთავრობამ ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნით უკვე მესამედ მიმართა საკანონმდებლო ორგანოს. აპრილში ზრდამ 446 მლნ ლარი, ხოლო მაისში  – 86 მლნ ლარი შეადგინა. სამივე შემთხვევაში პრიორიტეტი თავდაცვის სფერო იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button