ახალი ამბები

საქართველოში მოძრაობა “ანტი-სოროსი“ შეიქმნა

თბილისში 3 ოქტომბერს საზოგადოებრივი მოძრაობა “ანტი-სოროსი“ შეიქმნა. დამფუძნებელთა თქმით, მოძრაობა მილიარდელი ჯორჯ სოროსის მიერ მხარდაჭერილი “ექსპანსიის“ იდეების წინააღმდეგ გამოვა, რომლებიც, მათი თქმით, “ქართულ ერს საფრთხეს უქმნიან“.


“ამ მოძრაობას უშუალოდ სოროსის წინააღმდეგ არაფერი გააჩნია. მას უფრო ფართო გაგება ექნება და იმ იდეებს შეეწინააღმდეგება, რომლებიც ჩვენს ეროვნულობას, რელიგიას და სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მაია ნიკოლეიშვილმა.


ნიკოლეიშვილი ასევე არის პოლიტიკური მოძრაობის “წინ, საქართველო“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მოკავშირე პოლიტიკურ ფიგურებს აერთიანებს. ახალი მოძრაობის დამფუძნებლებს შორის ასევე არიან აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის მომხრეები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button