ახალი ამბები

კიევში საქართველოს 20 მოქალაქე დააკავეს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იური ლუცენკო დღეს თბილისში თავის ქართველ კოლეგას შეხვდა და მადლობა გადაუხადა უკრაინაში  ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციისთვის, რომლის შედეგად საქართველოს 20 მოქალაქე სხვადასხვა დანაშაულებების გამო დააკავეს.


შინაგან განსაქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, დაკავებული პირების ექსტრადაცია არ მოხდება და ისინი სასჯელს უკრაინაში მოიხდიან.


დღესვე საქართველოს და უკრაინის შიანაგან საქმეთა მინისტრები ერევანში გამეგზავრნენ, სადაც 29 სექტემბერს დსთ-ს ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრებიან.

Back to top button