ახალი ამბები

სააკაშვილი: ჩვენი გამარჯვება ქართველების და აფხაზების შერიგება იქნება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დადებით ტენდენციად თვლის იმ ფაქტს, რომ წელს პირველად სოხუმში 27 სექტემბერს დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ საზეიმო აღლუმით არ აღნიშნა ე.წ. სოხუმის გათავისუფლების დღე.


1993 წლის 27 სექტემბერს ქართული ჯარები იძულებული გახდნენ სოხუმი დაეტოვებინათ. 30 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთი დატოვეს. ამ დღეს აფხაზები ე.წ. დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.  


“პირველად ამ წლების განმავლობაში სოხუმში მჯდომმა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ მიიღო სწორი გადაწყეტილება – არ აღენიშნა აღლუმით 27 სექტემბერი.“, – განუცხადა 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.


მისი განმარტებით, ეს მოხდა “იმიტომ, რომ ომში [1992-93 წლებში] დამარცხდნენ ქართველებიც და აფხაზებიც. ჩვენი საერთო გამარჯვება იქნება ის, როცა ჩვენ სოხუმში ქართველების და აფხაზების შერიგებას აფხაზებთან ერთად ავღნიშნავთ. ეს იქნება საზეიმო დღესასწაული“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button