ახალი ამბები

ავსტრიულმა ბანკმა “საქართველოს ბანკის” აქციები შეისყიდა

ავსტრიულმა ბანკმა Bank Austria Creditanstalt–მა “საქართველოს ბანკის“ 1 212 ათასი ჩვეულებრივი აქცია შეისყიდა, რაც ბანკის სააქციო კაპიტალის 9.9%-ს წარმოადგენს.

ამასთან, Bank Austria Creditanstalt–მა “საქართველოს ბანკის“ აქციების შესაძენად სპეციალური ფასიანი ქაღალდები ე.წ. ვორანტები გამოუშვა. “საქართველოს ბანკის” აქციების  შეძენის სხვა მსურველთათვის ეს ფასიანი ქაღალდები ვენის საფონდო ბირჟაზე იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც “საქართველოს ბანკის“ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში ავსტრიული ბანკი აპირებს “საქართველოს ბანკის“ დამატებითი აქციების შეძენას.

“საქართველოს ბანკმა“ აქციათა კიდევ ერთი მსხვილი პაკეტი –  500 ათასი ახლადემიტირებული აქცია თითო 7,2 ლარად  –  East Capital Holding AB-ს მიჰყიდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button