ახალი ამბები

კენიაკინი ცხინვალში სტუმრობდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარე ვალერი კენიაკინი დღეს საქართველოში რუსეთის ელჩთან ვლადიმერ ჩხიკვიშვილთან ერთად ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

ვალერი კენიაკინის განცხადებით, არსებობს პერსპექტივა, რომ სამშვიდობო პროცესი არ ჩაიშლება. “ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა“, – განაცხადა ვალერი კენიკინმა.

მისი თქმით, შსკ “დარჩება რეალურად მოქმედ ინსტრუმენტად[კონფლიქტის ზონაში] ვითარების სტაბილიზაციისთვის“, თუკი იარსებებს მხარეების პოლიტიკური ნება.


ვალერი კენიაკინი თბილისში თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში ბოლო პერიოდში გართულებული ვითარების გამო 22 სექტემბერს ჩამოვიდა და უკვე შეხვდა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას.

Back to top button