skip to content
ახალი ამბები

“რესპუბლიკელები“ მთავრობას ბიუჯეტის უკანონო ხარჯვაში ადანაშაულებენ

დღეს “რესპუბლიკური” პარტიის ლიდერებმა პრეს–კონფერენცია მიუძღვნეს საბიუჯეტო ცვლილებებს, რომლითაც მათი განცხადებით, ხდება პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდიდან  უკვე დახარჯული თანხების ლეგიტიმაცია. “რესპუბლიკელებმა“ ბიუჯეტის “უკანონო“ ხარჯვის გამო ფინანსთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენეს.


დღესვე ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი გამოეხმაურა ბრალდებებს და განაცხადა, რომ ბიუჯეტის ხარჯვისას უკანონობას ადგილი არ ჰქონია. “პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდები იმისთვის არსებობს, რომ წინასწარ უცნობია ეს თანხების რაზე იქნება დახარჯული“, –განაცხადა ალექსიშვილმა.


საბიუჯეტო ცვლილებების მიხედვით, რომელსაც პარლამენტი მომავალ კვირას უყრის კენჭს, ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი 26 მლნ ლარით იზრდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button