skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი: ედუარდ კოკოითთან შეხვედრა აუცილებელია

პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით,  მისი შეხვედრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან შედგება, თუმცა როდის ჯერ-ჯერობით უცნობია.


ზურაბ ნოღაიდელის და ედუარდ კოკოითის შეხვედრა სექტემბერის ბოლოს იგეგმებოდა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს შეხვედრა ადრე, რომ შემდგარიყო  “შესაძლოა ცხინვალის რეგიონში 20-21 სექტემბერს ინციდენტები აღარ მომხდარიყო“.


ცხინვალში 20 სექტემბერს ჭურვების აფეთქების შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, ქართულ სოფლებში 21 სექტმებრის აფეთქებას კი მსხვერპლი არ მოჰყოლია.


“როგორც ჩანს დე ფაქტო ხელისუფლება არ არის დაინტერესებული, რომ გამორიცხოს  რეგიონში პროვოკაციები და ვითარება დარეგულირდეს“, – განუცხადა 22 სექტემბერს ნოღაიდელმა ჟურნალისტებს.


მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების მიზნით.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button