ახალი ამბები

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს პროტესტის წერილს უგზავნის

სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ დღეს წერილით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის კათალიკოს–პატრიარქს ალექსეი მეორეს მიმართა, სადაც აპროტესტებს 20 სექტემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სტავრპოლისა და ვლადიკავკაზის მიტროპოლიტის თეოფანეს მონაწილეობას და ამ ფაქტს “საეკლესიო სამართლის უხეშ დარღვევად აფასებს“.


პატრიარქის წერილში აღნიშნულია, რომ ამ ფაქტმა, არამარტო მორწმუნეების, არამედ საქართველოს მთელი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.


“ეს [ცხინვალის რეგიონის] ტერიტორია საქართველოს  განუყოფელი ნაწილი და საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქიაა… მიუხედავად  [საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის] შეთანხმებისა, მსგავს კანონიკურ დარღვევებს ადგილი აქვს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაშიც, რაც ამწვავებს ურთიერთობას არამარტო სახელმწიფოებს, არამედ ეკლესიებს შორისაც“, – ნათქვმია პატრიარქის წერილში.


ილია მეორე იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი უკანონო ქმედებები აღკვეთილი იქნება.

Back to top button