skip to content
ახალი ამბები

თბილისი უარყოფს ცხინვალის დაცხრილვის ფაქტს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ უარყო სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ქართული ძალების მიერ 20 სექტემბერს ცხინვალის დაცხრილვის შესახებ და მას “პროვოკაცია და დეზინფორმაცია“ უწოდა.


“ჩვენ, რამოდენიმე პარლამენტარი თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად ვეწვიეთ დღეს კონფლიქტის ზონას და დაბრუნების შემდეგ გვაცნობეს, რომ ამგვარი ინფორმაცია გავრცელდა. ჩვენ გადავამოწმეთ ქართული საჯარისო დანაყოფები და შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და პროვოკაცია“,– განუცხადა თარგამაძემ ტელეკომპანია “იმედს“ 20 სექტემბერს. მან აქვე დასძინა, რომ ქართულ ძალებს საერთოდ არ გაუხსნიათ ცეცხლი.


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინებოდა, რომ 20 სექტემბერს ცხინვალში ნაღმტყორცნებიდან სროლის შედეგად შვიდი სამოქალაქო პირი, მათ შორის ორი წლის ბავშვი, დაშავდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, ცეცხლი საღამოს 7 საათზე ქართულ სოფელ ერგნეთიდან გახსნეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button