
ახალი ამბები
ვორონინი: სუამმა რუსული ენერგომოწოდების ალტერნატიული გზა უნდა მონახოს
მოლდოვას პრეზიდენტი ვლადიმერ ვორონინი 16 სექტემბერს გაზეთ “იზვესტია“–ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აცხადებს, რომ სუამს [საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა] მომავლის პერსპექტივა იმ შემთხვევაში ექნება, თუ შეძლებს ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების რუსეთისაგან ალტერნატიული გზების მოძებნას.
მისი თქმით, ალტერნატიული გაზი “შეგვიძლია მოვიძიოთ თურქმენეთში, თუმცა “გაზპრომი“ გაზსადენამდე არ გვიშვებს. ამიტომ საჭიროა გაზის ალტერნატიული მოწოდება, თუნდაც უსაფთხოების თვალსაზრისით – იქნებ [“გაზრომის კუთვნილ] გაზსადენს რამე დაემართოს?“, – განაცხადა ვორონინმა.
მისი თქმით, თუკი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა ვერ შედგება, მაშინ სუამი გახდება დსთ–ს სივრცეში არსებული სხვა წარმონაქმნების მსგავსი.