ახალი ამბები

ოპოზიციური პრაიმერი ოთხ საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს







ისნის საარჩევნო ოლქში ღია ცის ქვეშ
განთავსებული უბანი.
დღეს ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული შიდა არჩევნები, ე.წ. პრაიმერი იმართება. პრაიმერი ოთხ საარჩევნო ოლქში -ისანში, ბათუმში, შუახევსა და ტყიბულში ტარდება და მასში ოთხი ოპოზიციური პარტია “კონსერვატორები“, “ახალი მემარჯვენეები“, “თავისუფლება“ და “ლეიბორისტები“ იღებენ მონაწილეობას.


თუმცა “ლეიბორისტებს” საკუთარი კანდიდატები პრაიმერში არ წარუდგენიათ და შიდა არჩევნებში მონაწილეობენ, როგორც ორგანიზატორები და დამკვირვებლები.


ქობულეთის საარჩევნო ოლქში პრაიმერი იმის გამო არ ტარდება, რომ ოპოზიციური პარტიებმა საერთო კანდიდატზე შეთანხმებას წინასწარ მიაღწიეს. მათი კანდიდატი ქობულეთის ოლქში “კონსერვატორი” ჯიმშერ ჯინჭარაძე იქნება.

პრაიმერში გამარჯვებული ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები 1 ოქტომბერს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მმართველი პარტიის და სხვა ოპოზიციური პარტიების, მათ შორის “რესპუბლიკელების” კანდიდატებს გაუწევენ კონკურენციას. 


დღეს ოთხივე საარჩევნო ოლქში უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნა. არჩევნები ღია ცის ქვეშ ტარდება.


ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ პრაიმერის ჩატარების შესახებ შეთანხმებას 5 აგვისტოს მოაწერა ხელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button