
ახალი ამბები
დუდაევის სასამართლო პროცესიდან მოწმე “გაიტაცეს”
დღეს თბილისის სასამართლოს დარბაზიდან, სადაც რამდენიმე ადამიანის მკვლელობაში და ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი ოსი ეროვნების მარეკ დუდაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, ერთ-ერთი მოწმე მამუკა ფაკაური გაიტაცეს.
მარეკ დუდაევის ადვოკატის ნათია სირაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ აღნიშნული პიროვნება სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა გორის პოლიციის თანამშრომლებმა გაიტაცეს, “რადგან მამუკა ფაკაური არ აპირებდა მარეკ დუდაევის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას“.
მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცავებმა გასულ წელს რამდენიმე ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.