ახალი ამბები

სოფელ ვახტანგისში საპროტესტო აქციას ხუთი პიროვნების დაკავება მოჰყვა

დღეს სამართალდამცავებმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში მცხოვრები ხუთი პიროვნება, მათ შორის ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გარდაბნის რაიონის გამგებელი ტელმან ჰასანოვი დააკავეს.


ამ დაკავებას წინ უძღვოდა ტელმან ჰასანოვის ინიციატივით აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ვახტანგისში მოწყობილი საპროტესტო აქცია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი  ხელისუფლებას ეროვნული უმცირესობის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა.


ხუთი პიროვნება მას შემდეგ დააკავეს, რაც სიტუაციის განსამუხტავად ადგილზე მისულ სამართალდამცავებს აქციის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.


საქართველო–აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში მდებარე სოფელ ვახტანგისში დღეს მომხდარი ინციდენტი პირველი არ არის. სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეტაკებას ადგილი ჰქონდა 19 იანვარს, მაშინ როდესაც პოლიციამ აზერბაიჯანიდან შემოტანილი კონტრაბანდული საქონელი დააკავა.

Back to top button