
ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრმა თურქეთში სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის საკითხი განიხილა
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ 19 სექტემბერს თურქეთში ყარსი-ახალქალაქი -თბილისი-ბაქოს რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე, რომელშიც ასევე თურქული და აზერბაიჯანული მხარეები მონაწილეობდნენ, სამხრეთ კავკასიის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის ხარჯებზე იმსჯელეს. წინასწარი გადაწყვეტილებით, თანხის ნაწილს თურქული, ნაწილს კი ქართული მხარე გაიღებს.
160 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა წინასწარი გათვლებით დაახლეობით 400 მლნ აშშ დოლარი დაჯდება და იგი თურქეთს საქართველოს გავლით აზერბაიჯანთან დააკავშირებს.