ახალი ამბები

“მემარჯვენე ოპოზიცია” ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე “მემარჯვენე ოპოზიციის“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ ქვეყანაში არსებული “პოლიტიკური კრიზისის“ ფონზე მოუწოდა პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას გამოიყენონ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად. 


“იმ დროს, როცა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები ყოველდღიურად ფეხქვეშ თელავენ კონსტიტუციასა და კანონებს, ვითომდა დამოუკიდებელი სასამართლო უსიტყვოდ ასრულებს პროკურატურის დაკვეთებს, როდესაც ქვეყნის ძირითად კანონში ადამიანის უფლებების შესახებ თავი ისეთივე სიმბოლურ ჩანაწერად იქცა, როგორც ეს საბჭოთა კონსტიტუციაში იყო, როდესაც თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი აზრი სერიოზული საფრთხის ქვეშაა, სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტი აღმასრულებეკლი ხელისუფლების კონტროლისა და გაწონასწორების ნაცვლად ამ უკანასკნელის დანამატად იქცა“, –ნათქვამია “მემარჯვენე ოპოზიციაის“ განცხადებაში.


დავით გამყრელიძე, როგორც პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი ოპოზიციური ფრაქციის ლიდერი, აცხადებს, რომ მისი გუნდი გრძნობს  თავის წილ პასუხისმგებლობას იმ ვითარებაზე, რომ “რევოლუციის ფონზე არჩეულმა პარლამენტმა დიდი ხანია დაკარგა საზოგადეობის ნდობა და დეპუტატების მანდატის მქონე უფუნქციო თავყრილობას წარმოადგენს“ და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად “კონსტრუქციული“ წინადადებით მიმართავს პრეზიდენტს გამოიყენოს პარლამენტის დათხოვნის უფლება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button