ახალი ამბები

“გაზპრომი“ საქართველოს გაზის ფასს 2006 წლიდან თითქმის ორჯერ გაუზრდის

დღეს რუსეთის საელჩოში გამართულ პრეს–კონფერენციაზე საქართველოში რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომის“ წარმომადგენელმა დავით მორჩილაძემ განაცხადა, რომ 2006 წლიდან “გაზპრომი“ გეგმავს საქართველოს 1 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 110 აშშ დოლარად მიაწოდოს, რაც 48 აშშ დოლარით აღემატება არსებულ ღირებულებას. ამასთან, მორჩილაძემ გაზზე ფასის გაზრდაში პოლიტიკური მოტივის არსებობა კატეგორიულად გამორიცხა.


მორჩილაძის განცხადებით, გაზის საფასურის 62 –დან 110 აშშ დოლარამდე გაზრდა აისახება საქართველოს მთავრობასა და “გაზპრომს“ შორის დიდ ხელშეკრულებაში, რომლის პროექტზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა.


“თუმცა ხელშეკრულებაში ჩაიწერება, რომ ეს საბაზისო ფასი ენერგომატარებლებზე ევროპული ფასების ცვლილების შესაბამისად ინდექსაციას დაექვემდებარება“, – განაცხადა 14 სექტემბერს დავით მორჩილაძემ.


დღესვე ამ განცხადების საპასუხოდ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ “ამ ეტაპზე [ფასების ზრდაზე] განცხადების გაკეთება საკმაოდ არაკომპეტენტურია“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button