ახალი ამბები

ოქრუაშვილი: რუსეთის საქმე არ არის საქართველო სად შეისყიდის იარაღს

დღეს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გამოეხმაურა 13 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც შეშფოთებაა გამოთქმული ნატოს წევრი ქვეყნების და კერძოდ, ჩეხეთის მიერ საქართველოსთვის იარაღის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. 


“ეს არ არის რუსეთის საქმე საქართველო სად საჩუქრად მიიღებს და სად შეისყიდის შეიარაღებას საკუთარი შეიარაღებული ძალების მომზადების და ბრძოლისუნარიანობის ხარისხის ასამაღებლად“, – განაცხადა 14 სექტემბერს მთავრობის სხდომის შემდეგ კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა.


მისი განმარტებით,  ჩეხეთის მთავრობამ ამერიკული “სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს იარაღი საჩუქრად გადმოსცა. მინისტრის თქმით, ამერიკული პროგრამის ფარგლებში ამჟამად კრწანისის სასწავლო ცენტრში მომზადებას გადის ერთი ქართული ბრიგადა, რომელსაც სავარაუდოდ მოხმარდება ეს იარაღი. 


“სწორედ ამ პროგრამიდან გამომდინარე მიიღო ჩეხეთის მთავრობამ გადაწყვეტილება ჩვენთვის [ქართული მხარისთვის] ეჩუქებინა შეიარაღება“, – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.                 


ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა სახის საბრძოლო მასალა გადმოსცა ჩეხეთმა საქართველოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button