ახალი ამბები

შს მინისტრმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში პოლიციის შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა, სადაც დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფელ ქურთაში პოლიციის ახალი შენობის გახსნას დაესწრო.


დიდი ლიახვის ხეობაში “იქნება ადგილი, სადაც პოლიციელები განლაგდებიან და დაიცავენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას“,– განაცხადა ვანო მერაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში.


სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ცერემონიას კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების მეთაური მარატ კულახმეტოვიც დაესწრო. ამავე ინფორმაციის თანახმად, მერაბიშვილი და კულახმეტოვი კონფლიქტის ზონაში გამავალ ცენტრალურ გზაზე გადაადგილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასაც გეგმავდნენ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button