skip to content
ახალი ამბები

პარლამენტი ბიუჯეტის 26 მლნ ლარით ზრდას განიხილავს

დღეს საქართველოს პარლამენტი განიხილავს 2005 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის 26 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია საგადასახადო შემოსავლების ზრდით.


საბიუჯეტოს ცვლილებების შედეგად ხარჯებში პრიორიტეტი ძალოვან სტრუქტურებს ენიჭებათ. კერძოდ, 26 მილიონი ლარიდან თავდაცვის სამინისტრო მიიღებს 7,5 მილიონი ლარს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი 2,1 მილიონ ლარს.


ენერგეტიკაზე გათვალისწინებულია 4,1 მლნ ლარი, ჯანმრთელობის დაცვის სფეროზე 3,5 მლნ ლარი, კულტურის სფეროზე 2,3 მლნ ლარი, განათლების სფეროზე 1,8 მლნ ლარი. ამასთან, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების დაფინანსება 3,9 მილიონი ლარით იზრდება.


მიმდინარე წელს მთავრობამ ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნით უკვე მესამედ მიმართა საკანონმდებლო ორგანოს. აპრილში ზრდამ 446 მლნ ლარი, ხოლო მაისში  – 86 მლნ ლარი შეადგინა. სამივე შემთხვევაში პრიორიტეტი თავდაცვის სფერო იყო.


არსებული პარამეტრებით 2005 წლის ბიუჯეტი 2,7 მლრდ ლარს შეადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button