ახალი ამბები

“კონსერვატორები” წინასაარჩევნო კამპანიის ძალადობრივ ფაქტებს აპროტესტებენ

ოპოზიციური პარტია “კონსერვატორების“ ლიდერი კობა დავითაშვილი აჭარაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი მეთოდების გამოყენებაზე საუბრობს.


დავითაშვილის ინფორმაციით, 13 სექტემბერს “კონსერვატორების“ სამ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ მაშინ, როცა ისინი ბათუმში საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატის ჯუმბერ თავართქილაძის სააგიტაციო პლაკატებს აკრავდნენ; იმავე დღეს პატრულმა უკანონოდ დააკავა “კონსერვატორების“ კუთვნილი მანქანა, ხოლო 12 სექტემბერს კობა დავითაშვილის ავტომანქანა დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს.


“ წინასაარჩევნო კამპანია [აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან] აბაშიძის მეთოდებით მიმდინარეობს“, – აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან“ საუბარში “კონსერვატორების“ ლიდერი 14 სექტემბერს.


წინასაარჩევნო კამპანია ხუთ საარჩევნო  ოლქში  – ბათუმში, ქობულეთში, შუახევში, ისანსა და ტყიბულში – მიმდინარეობს, სადაც საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button