ახალი ამბები

ხაინდრავა: ნოღაიდელი კოკოითს ცხინვალში სავარაუდოდ 25 სექტემბერს შეხვდება

დღეს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის შეხვედრა სავარაუდოდ 25 სექტემბერს ცხინვალში შედგება.


ხაინდრავას განცხადებით, 21 ან 22 სექტემბერს ედუარდ კოკოითთან შესახვედრად იგი ცხინვალში გაემგზავრება. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაზე გადაწყდება ნოღაიდელი–კოკოითის შეხვედრის ზუსტი დრო.

Back to top button