ახალი ამბები

მოსკოვი ნატოს ქვეყნების მიერ საქართველოს სამხედრო დახმარებით შეშფოთებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 13 სექტემბერს ავრცელებს ინფორმაციას, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს ნატოს რიგი წევრების მხრიდან საქართველოს შეიარაღების საქმეში შეტანილი წვლილის გამო, რამაც “შეიძლება გააძლიეროს თბილისის ცდუნება გამოიყენოს ძალა სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ და გამოიწვიოს სიტუაციის დესტაბილიზება არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიაში“.


“აგვისტოს ბოლოს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჩეხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უსასყიდლოდ გადასცეს თბილისს გარკვეული რაოდენობის საბრძოლო მასალები. და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნატოს ქვეყნები საქართველოს გადაიარაღებაში იღებენ მონაწილეობას“, –ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


მოსკოვი აცხადებს, რომ იარაღის მიწოდება ხორციელდება საქართველოს სამხედრო ხარჯების მკვეთრი ზრდის ფონზე და ქვეყნის მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში.


რუსეთის საგარეო უწყება ასევე მინიშნებას აკეთებს, რომ იარაღი შესაძლოა საერთაშორისო ტერორისტებს ჩაუვარდეთ ხელში, რომელიც “შემდეგ შეიძლება რეგიონში ან არ არის გამორიცხული, რომ მის გარეთაც გავრცელდეს. ყველაფერმა ამან არ შეიძლება შეშფოთება არ გამოიწვიოს“, –ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button