ახალი ამბები

პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე “მემარჯვენე ოპოზიციის” ინიციატივა ჩააგდო

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს  ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიციის“ ინიციატივას დროებითი საგამოძიებო  კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც პარალამენტარ კობა ბექაურის და ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილის გახმაურებულ საქმეს შეისწავლიდა.   


დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრაში მონაწილე 56 დეპუტატიდან “მემარჯვენეების“ ამ ინიციატივას მხარი მხოლოდ 24-მა დეპუტატმა დაუჭირა.


27 აგვისტოს შალვა რამიშვილი სამართალდამცავებმა დეპუტატ კობა ბექაურისათვის ფულის გამოძალვის ბრალდებით მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ბექაურმა მას 30 ათასი აშშ დოლარი გადასცა “202”–ის ეთერში იმ ფილმის დაბლოკვის სანაცვლოდ, რომელიც დეპუტატ ბექაურის საბაჟო ტერმინალ “ოპიზაში” უკანონო საქმიანობაზე სტუდია “რეპორტიორმა” გადაიღო. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button