ახალი ამბები

თბილისში ქართულ-თურქული ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა

დღეს თბილისში საქართველოსა და თურქეთის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.


თურქ ბიზნესმენთა დელეგაცია სახელმწიფო მინისტრის ქურშად თუზმენის ხელმძღვანელობით თბილისში 12 სექტემბერს ჩამოვიდა.


დღევანდელი ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ზურაბ ნოღაიდელმა გახსნა და შეხვედრას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი უწოდა. თურქეთის დელეგაცია თბილისში 15 სექტემბრამდე დარჩება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button