ახალი ამბები

აშშ–მ და საქართველომ 295.3 მლნ–იან შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ 12 სექტემბერს “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში 295.3 მილიონი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფის თაობაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი.


ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ დამხარება მიზნად ისახავს სიღარიბის აღმოფხვრას და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას საქართველოს რეგიონებში.


“ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია ამაყობს იმით, რომ არის საქართველოს პარტნიორი მის მცდლობებში აღმოფხვრას სიღარიბე თბილისის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა ჩარლზ სეტნესმა.


“ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგანაც საქართველო განაგრძობს კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიის, თავისუფალი ეკონომიკის და მმართველობის ეფექტური ინსტიტუტების დამყარებას“, –იტყობინება “როიტერი“ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის სიტყვებზე დაყრდნობით. 


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ასევე დაესწრო ხელმოწერის ცერემონიალს ნიუ-იორკში, მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის და განაცხადა, “ეს შეთანხმება არის პარტნიორობა ჩვენს ხალხებს შორის, რომელთაც საერთო ღირებულებები და საერთო ოცნებები აქვთ თავიანთი ბავშვებისთვის … სჯერათ თავისუფლების უზენაესი ღირებულების“, – იტყობინება “როიტერი“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button