ახალი ამბები

საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება დაიწყო

დღეს საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება RESCUER/MEDCEUR-05 დაიწყო, რომელიც აშშ-ს მხარდაჭერით და “პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში ტარდება და მასში მონაწილეობას 14 ქვეყანა იღებს.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  RESCUER/MEDCEUR-05-ის პროგრამა სამეთაურო-საშტაბო, საველე სამედიცინო სწავლებას და სამხედრო ექიმების მომზადებას, ასევე ქვეითთა და საზღვაო მყვინთავთა მომზადებას ითვალისწინებს. წვრთნები ერთდროულად ჩაქვში და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჩატარდება და სამ კვირას გასტანს.


დღევანდელ ღონისძიებას ვაზიანის სამხედრო ბაზაზე “პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე 14 ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელთან ერთად შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობაც დაესწრო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button