ახალი ამბები

გილაური: ბუნებრივი აირის ფასის მომატებაზე საუბარი არ არის

დღეს მოსკოვიდან დაბრუნებულმა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ “ბუნებრივ აირზე ფასის მომატებაზე საუბარი ჯერ არ არის“. გილაური კომპანია “გაზპრომის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს 6–7 სექტემბერს აწარმოებდა.


“[ბუნებრივ აირზე ფასის მომატების] სურვილი არის, მაგრამ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული“, – განუცხადა 8 სექტემბერს ჟურნალისტებს ნიკა გილაურმა თბილისის აეროპორტში.


7 სექტემებრს “გაზპრომის“ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია 2006 წლიდან საქართველოს ბუნებრივ აირს ევროპული ფასებით მიაწვდის. დღეს საქართველო 1 000 კუბურ მეტრ გაზში 62,5 აშშ დოლარს იხდის. დასავლეთ ევროპის ქვეყნებს კი “გაზპრომი” ბუნებრივ აირს 1 000 კუბურ მეტრზე 110 აშშ დოლარად აწვდის.

Back to top button