ახალი ამბები

ნოღაიდელი: ბუნებრივი აირის გაძვირებაზე საუბარი ნაადრევია

პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, რუსეთიდან მოწოდებულ ბუნებრივ აირზე საფასურის გაძვირებაზე საუბარი ჯერ–ჯერობით ნაადრევია.


“ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს[ენერგეტიკის მინისტრს და „გაზპრომს“ შორის]. ფასების მომატებაზე საუბარი ჯერ–ჯერობით ნაადრევია და არ ღირს ამ საკითხით სპეკულირება“, განუცხადა 8 სექტემბერს ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა.


7 სექტემებრს “გაზპრომის“ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია 2006 წლიდან საქართველოს ბუნებრივ აირს ევროპული ფასებით მიაწვდის. დღეს საქართველო 1 000 კუბურ მეტრ გაზში 62,5 აშშ დოლარს იხდის. დასავლეთ ევროპის ქვეყნებს კი “გაზპრომი” ბუნებრივ აირს 1 000 კუბურ მეტრზე 110 აშშ დოლარად აწვდის.

Back to top button