ახალი ამბები

თურქული კონსორციუმი თბილისის აეროპორტს ააშენებს







თბილისის აეროპორტი. საზოგადოებისთვის
ჯერ–ჯერობით უცნობია ახალი აეროპორტის დიზაინი. 
ეკონომიკური განვითარების სამინისტროში დღეს თურქული  “ტავისა“ და “ურბანის“ ერთობლივ კომპანიასთან თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.


“ტავი“ და “ურბანი“ თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აეროპორტის ასაშენებლად 62 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ. მშენებლობა წელს ნოემბერში დაიწყება და 2006 წლის ნოემბრისთვის დასრულდება.


ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების საფუძველზე თურქულ კომპანიებს აეროპორტი მართვის უფლებით 15 წლით გადაეცემა. ამ ხნის მანძილზე, ქართული მხარის მოთხოვნით, დამატებით 18 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება თბილისის აეროპორტში.  


თურქული კომპანიები ასევე გამოთქვამენ მზადყოფნას 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე გაიღონ. სამუშაოები მომავალი წლის მაისში დაიწყება. 


“ტავი“ და “ურბანი“ საქართველოში სულ 95 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button