skip to content
ახალი ამბები

Amnesty International-ი “კმარას“ აქტივისტების დაკავებას გმობს

Amnesty International-მა 31 აგვისტოს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმო მინსკში ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას“ ორი აქტივისტის – გიორგი კანდელაკის და ლუკა წულაძის – დაპატიმრების ფაქტი და მათი დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვა.


Amnesty International-ი ლუკა წულაძეს და გიორგი კანდელაკს სინდისის პატიმრებად მიიჩნევს და სჯერა, რომ ორივე ახალგაზრდა მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური საქმიანობებისა და გამოხატვის თავისუფლების გამო იმყოფებიან პატიმრობაში. “ადმინისტრაციული სასჯელიც მათ წინააღმდეგ შეთითხნილია“, ნათქვამია განცხადებაში. 


მინსკის სასამართლომ მოძრაობა “კმარას“ ორ აქტივისტს გიორგი კანდელაკსა და ლუკა წულაძეს 15–დღიანი პატიმრობა შეუფარდა ხულიგნობის მოტივით.


საქართველოს ორი მოქალაქე 24 აგვისტოს აიყვანეს ბელარუსის სამართალდამცველებმა ბელარუსის ახალგაზრდული მოძრაობა “ზუბრის“ კოორდინატორ ვლადიმერ კობეცთან ერთად. თუმცა, დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ კობეცი გაათავისუფლეს. მისი თქმით, ეს დაპატიმრება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button