ახალი ამბები

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ხელმძღვანელი უმრავლესობას ტოვებს







ზურაბიშვილის თქმით, მას მმართველი
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკის მიმართ
შეუთანხმებლობა ჰქონდა.
დღეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არის არა ერთი დღის, არამედ თვეების ნაფიქრი.


“მე სხავანაირი შეხედულება მაქვს იმაზე, თუ რა არის გუნდურობა, თუმცა რა პოლიტიკაც მკვიდრდება ეს არის კლანურობა. რადგანაც ასეთი პოლიტიკური ხაზი ტარდება, თავს ვალებულად ვთვლი გავემიჯნო ფრაქციას“, განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.


ზურაბიშვილი სავარაუდოდ დატოვებს მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისა და განათლების, მეცნიერებისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებს. ზურაბიშვილს არ გაუკეთებია განცხადება სხვა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით.


ზურაბიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდან განდგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შალვა რამიშვილისა და კობა ბექაურის გახმაურებული საქმის განხილვა ელენე თევდორაძესთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობის სხომაზე მოითხოვა. მის ამ მოთხოვნას 29 აგვისტოს “რუსთავი 2“–ის ეთერში “ნაციონალული მოძრაობის“ გავლენიანმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ “უპასუხისმგებლო პოზიცია“ უწოდა.


“არასწორად მიმაჩნია, რომ გადაეფარო შენიანს [ბექაურს], როცა მისი საქმიანობა, რბილად რომ ვთქვათ,დიდ ეჭვებს იწვევს საზოგადოებაში“, განაცხადა 30 აგვისტოს ზურაბიშვილმა ბოკერიას მისამართით.  


გიგა ბოკერია და დავით ზურაბიშვილი პარლამენტში მოხვედრამდე წლების მანძილზე “თავისუფლების ინსტიტუტში“ ერთად მუშაობდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button