ახალი ამბები

სააკაშვილი: სომხეთთან პოლიტიკური პრობლემები არ გვაქვს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 22 აგვისტოს თავის სომეხ კოლეგასთან რობერტ ქოჩარიანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მათ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს, თან აქვე დასძინა, რომ ორ ქვეყანას „ორმხრივ ურთიერთობებში პოლიტიკური პრობლემები არ გააჩნია“.


პრეზიდენტი სააკაშვილი სომხეთს არაოფიციალური ვიზიტით 21-22 აგვისტოს ესტუმრა და რობერტ ქოჩარიანს მდინარე სევანზე მდებარე პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტს თან ახლდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.


„ჩვენ სომხეთთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და დანამდვილებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პოლიტიკური პრობლემები არ არსებობს … ჩვენ ერთმანეთისგან ცალკე ცხოვრება არ შეგვიძლია, ამრიგად ეკონომიკური ინტეგრაცია აუცილებელია“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.


რობერტ ქოჩარიანის განცხადებით, საქართველოსთან ამჟამად არსებული ვითარება „დადებითი სიგნალია“.


„ორ პრეზიდენტს შორის ურთიერთნდობა კარგი წინაპირობაა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის“, განაცხადა პრეზიდენტმა ქოჩარიანმა, თან აქვე დასძინა, რომ ეს ურთიერთობები რუსეთისთვის შეშფოთების წყარო არ უნდა გახდეს.


„რამდენადაც ვიცი, [რუსეთის] პრეზიდენტი [ვლადიმერ] პუტინი, ვისთანაც მე საკმაოდ სანდომიანი ურთიერთობები მაქვს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პირად კონტაქტებს [ლიდერებს შორის]“, განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button