ახალი ამბები

„რუსთავი 2“-ის ოფისში შეჭრილი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

შეიარაღებული პირი, რომელმაც 18 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლელი მძევლად აიყვანა, ქართველი სამართალდამდავების მიერ იქნა მოკლული მას შემდეგ, რაც ნახევარსაათიანმა მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო, განაცხადა საქართველოს გენერალური პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


„რუსთავი 2“-ის განცხადებით, თავდამსხმელი ტელეკომპანიის ოფისში დაახლოებით 17:00 საათზე გამოჩნდა და საარქივო სამსახურისგან გარკვეული მასალები მოითხოვა, რაც მიუწვდომელი იყო ტელევიზიაში. დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად რომელი რეპორტაჟი სჭირდებოდა თავდამსხმელს.


თუმცა, გენერალური პროკურატურის განცხადებით,  თავდამსხმელი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვდა.


გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის კახა კობერიძის თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდამსხმელი ფსიქიურად დაავადებული იყო.


„ჯერ არ ვიცით, თუ რა მოტივით სურდა მას გენერალურ პროკურორთან შეხვედრა“, დასძინა მან.


„ეს პიროვნება საფრთხეს უქმნიდა არა მარტო იმ თანამშრომელს, რომელიც მძევლად აიყვანა, არამედ სხვა პირებსაც. ამიტომ სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს მისი ლიკვიდაცია. სხვა გზა არ არსებობდა“, განაცხადა კობერიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button