ახალი ამბები

ალასანია: აფხაზეთში ჯარების შეყვანა შეცდომა იყო

აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ხელმძღვანელის, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება 1992 წელს აფხაზეთში ჯარების გაგზავნის თაობაზე დიდი შეცდომა იყო, რომელმაც უდიდეს ტრაგედიამდე მიგვიყვანა.


ალასანიამ ყვავილებით შეამკო 13 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაწყებულ შეიარაღებულ კონფლიქტში დაღუპულ მეომერთა მემორიალი თბილისში.


„ეს დღე შეხსენება უნდა იყოს ყველა ოფიციალური და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის, რომ ამგვარ შეცდომას ასეთ ტრაგედიამდე მივყევართ. მე არ მომერიდება იმის თქმა რომ საომარი მოქმედებების დაწყება დიდი შეცდომა იყო“, განუცხადა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს 14 აგვისტოს.


საქართველოს მთავრობამ 1992 წელს რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დაცვის მოტივით აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჯარები შეიყვანა. ქართული ჯარები იძულებულნი გახდნენ აფხაზეთი 1993 წლის სექტემბერში დაეტოვებინათ. გავრცელებული ინფორმაციით, 13-თვიან შეიარაღებულ კონფლიქტში 12,000 ადამიანზე მეტი დაიღუპა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button