skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია პრაიმერის 17 სექტემბერს ჩაატარებს

ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ დაკომპლექტებულმა საარჩევნო კომისიამ 11 აგვისტოს  გამართულ სხდომაზე შიდა არჩევნების, ანუ პრაიმერის ჩატარების თარიღად 17 სექტემბერი დაამტკიცა.


პრაიმერის ჩატარების შესახებ მემორანდუმს ოთხი ოპოზიციური პარტიის – „კონსერვატორების“, „ახალი მემარჯვენეების“, „ლეიბორისტების“ და „თავისუფლებას“ ლიდერებმა 5 აგვისტოს მოაწერეს ხელი.


პრაიმერში გამარჯვებული ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები 1 ოქტომბერს საქართველოს ხუთ მაჟორიტარულ ოლქში – ისანი, ქობულეთი, ბათუმი, შუახევი, ტყიბული – დაგეგმილ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button