
სააკაშვილი: სამხრეთ ოსეთში ძალის გამოყენების გეგმა არ გვაქვს
საქართველოს პრეზიდნეტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 აგვისტოს კომენტარი გააკეთა ბოლო დროს ცხინვალის ხელისუფლებისა და ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე სამხრეთ ოსეთში ქართული მხარის მიერ შესაძლო ძალის გამოყენების შესახებ და განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებას ძალისმიერი ოპერაციის განხორციელების არანაირი გეგმა არ ააქვს“.
„მინდა პასუხი გავცე იმ ბრალდებებს, რომელიც ბოლო კვირეების განმავლობაში ვრცელდებოდა იმის შესახებ, თითქოს საქართველო ძალისმიერი ოპერაციის განხორციელებას აპირებს და სახელდებოდა უახლოესი დღეები. მსურს ყველას ვუთხრა, რომ ჩვენს ქვეყნასა საკამარისზე მეტი რესური აქვს იმისათვის, რომ ნებისმიერ პროვოკაციას უპასუხოს, მაგრამ ჩვენ ამ კონფლიქტის მოგვარებას ძალისმიერად არ ვაპირებთ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადება 7 აგვისტოს თვალის კლინიკის „ოფთალმიჯის“ ხელმძღვანელ გიორგი ჯავრიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და დასძიან, რომ საქართველოს ხელისუფლება ცხინავლის რეგიონში სამედიცინო ინფრასტურქტურის განვითარების გეგმავს. პრეზიდნეტის თქმით, „ოფთალმიჯის“ ინიციატივით გამოვიდა, რომ ცხინვალის რეგიონში მოსახლეობას უფასოდ ჩაუტაროს მკურნალობა.
„ერთადერთი, რა გეგმაც გვაქვს სამშვიდობო დიალოგს შეეხება და ყველას მოვუწოდებ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს… ახლა სიტყვა ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებას ეკუთვნი. ჩვენ სტატუს-ქვოს შენარჩუნებას ვერ დავუშვებთ. ჩვენი არჩეული გზის მიხედვით, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია“ აცხადებს პრეზიდნეტი.