ახალი ამბები

ხაინდრავა: ცხინვალის გარშემო არსებული „საინფორმაციო ომი“ პროვოკაციაა

კონფლიქტების მოგავრების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ დღეს საგანგებოდ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბოლო დღეებში ცალკეული რუსი პოლიტიკოსების განცხადებებზე, „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული მხარის მიერ სამხედრო ძალების მობილიზების“ შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამან „საინფორმაციო ომის ხასიათი მიიღო“.
 
„არანაირი მსგავსი საქართველოს მხრიდან არ კეთდება, არა თუ ძალების კონცენტრაცია, არამედ ქართულმა მხარემ იმისათვის, რომ რაიმე საბაბი არ მიგვეცა,  გამოვიყვანეთ სამშვიდობო ძალების დიდი ნაწილი და პრაქტიკულად დასაშვებ მიმიმუმადე არის დაყვანილი პოლიციის ქვედანაყოფები,“ – განაცხადა სახელმწიო მინისტრმა.
 
გიორგი ხაინდრავა არ გამორიცხავს, რომ ასეთმა განცხადებებმა და პროვოკაციამ შესაძლოა „გამოიწვიოს რაიმე სახის დაპირსპირება ქართველ და ოს მოსახლეობაში“.
 
„მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ ყურადღებით ვადევნერბთ თვალს ვითარებას რეგიონში და არ დაუშვებთ პორვოკაციას,“ – დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.
 
სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებს გააცნო ცალკეული განცხადებები რუსი პოლიტიკოსების და მათ შორის სამხრეთ ოსეთში შერეული სამშვიდობო ძალების მეთაური მარატ კულახემტოვის, რომლის ინფორმაციით, „დღითიდღე შეიმჩნევა ქართული ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის წაქეზება სიტუაციის გამწვავებისთვის“.
 
გიორგი ხაინდრავამ შეშფოთება გამოთქვა ამასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ „მთავარი სამშვიდობო ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს“.

Back to top button