
ახალი ამბები
გაზეთის ცნობით მთავრობაში სტრუქტტურული ცვლილებები იგეგმება
გაზეთ „რეზონანსი“ 6 აგვისტოს იტყობინება, რომ სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების დეპარტამენტი გამოეყოფა და ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდება. თუმცა ოფიციალურად მთავრობაში ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.
შიანაგან სამქეთა და უშიშროების სამინისტროების გაერთიანება შარშან დეკემბერში მოხდა.
გაზეთის ცნობით შინაგან სამქეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი უშიშროების მინისტრი იქნება, რომელსაც ეს თანამდებობა აღნიშნული სამინისტროების გაერთიანებამდე უკვე ეკევა.
„შს მინისტრის თანამდებობის დაკავების ყველაზე დიდი შანსი კი პარლამენტარ გივი თარგამაძეს [პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე] აქვს,“ – იუწყება „რეზონანსი“.