
სუამის ფარგლებში ორი ღონისძიება გაიმართა
25 ივლისს სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ფარგლებში ორი ღონისძიება გაიმართა – ბაქოში წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებს განიხილავდნენ, ხოლო კიშიონიოვში სამდღიანი საშტაბო წვრთნები დაიწყო საგანგებო სიტუაციათა და შესაძლო ტერორისტული შემოტევის ლიკვიდაციისთვის სუამის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთქმედების მიზნით, იუწყება “ინტერფაქსი“.
ბაქოში ოთხმხრივი სამუშაო ჯგუფის ექსპერტებმა განიხილეს ტერორიზმთან, ნარკობიზნესთან, კონტრაბანდასთან და სხვა სახის ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლის საკითხები. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სუამის ვირტუალური ცენტრის შექმნაზე, რომელიც ოთხივე ქვეყნის სამართალდამცავებს თანამშრომლობას გაუადვილებს.
25 ივლისს კიშინიოვში დაწყებული წვრთნები, რომელიც საგანგებო სიტუაციებში სამხედრო–სამოქალაქო თანამშრომლობის პროგრამის დასკვნითი ნაწილია, აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
წვრთების მიზანი, რომლის ანალოგიურიც უკვე ჩატარდა უკრაინაში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციისთვის რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებაა.