ახალი ამბები

სომხეთის პრემიერ–მინისტრი საქართველოს ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოში ვიზიტად მყოფი სომხეთის პრემიერ–მინისტრი ანდრანიკ მარგარიანი 25 ივლისს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.


ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ მარგარიანმა განაცხადა, რომ განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და სამცხე–ჯავახეთის სოციალური რეაბილიტაციის ერთობლივი პროექტები.


“სომხეთის ბიუჯეტიდან წელს 350 მლნ აშშ დოლარი გამოიყო [სამცხე–ჯავახეთში ერთობლივი პროექტების დასაფინანსებლად]“, განუცხადა დღეს მარგარიანმა ჟურნალისტებს.


ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სომხეთის პრემიერ–მინისტრმა სთხოვა ქართულ მხარეს დაჩქარდეს ჯავახეთისა და თბილისის რამოდენიმე ეკლესიის მფლობელის ვინაობის გარკვევა. ეს ეკლესიები სომხეთის გრიგორიანულ და საქართველოს მართლმადიდებელ საპატრიარქოებს შორის დავის საგანს წარმოადგენს.


სომხეთის პრემიერ–მინისტრმა საქართველოში ვიზიტი 24 ივლისს სამცხე–ჯავახეთიდან დაიწყო, სადაც მარგარიანი უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას ზურაბ ნოღაიდელს.

Back to top button