
ახალი ამბები
არაოფიციალური ინფორმაცია: გორის აფეთქებაში ეჭვმიტანილები დააკავეს
ტელეკომპანია „მზე“ იტყობინება, რომ პოლიციამ დააკავა სამი პიროვნება, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან გორში, 1 თებერვალს, მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში.
გორის პოლიციის შენობასთან გაჩერებულ მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქების შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა.
ეს ინფორმაცია ოფიციალურ პირებს ჯერ არ დაუდასტურებიატ, თუმცა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გეგმავს პრეს–კონფერენციას, რომელზეც სავარაუდოდ ვანო მერაბიშვილი ამ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას.