ახალი ამბები

არუთუნიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 ივლისს ვლადიმერ არუთუნიანს, რომელიც თბილისში პრეზიდენტ ბუშის ვიზიტის დროს ხელყუმბარის სროლაშია ეჭვმიტანილი, სამ თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.


არუთუნიანს 22 ივლისს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში უშიშროების თანამშრომლის ზურაბ ქვლივიძის განზრახ მკვლელობაში წაუყენეს.  ქვლივიძე არუთუნიანსა და პოლიციას შორის გამართულ ორმხრივ სროლას ემსხვერპლა.


გამოძიებას არუთუნიანისთვის ხელყუმბარის საქმესთან დაკავშირებით ბრალი ჯერ–ჯერობით არ წაუყენებია.


როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 23 ივლისს ტელეკომპანია “რუსთავი 2“–ს განუცხადა, ამ საქმის გამოძიება “დასასრულს უახლოვდება”. მისი თქმით ამჟამად გამოძიება ცდილობს დაადგინოს არუთუნიანის ყველა შესაძლო კავშირები, მათ შორის გაარკვიოს ჰყავდა თუ არა ეჭვმიტანილს თანამზრახველები.

მსგავსი/Related

Back to top button