skip to content
ახალი ამბები

დაჭრილი ‘ეჭვმიტანილი’ მსუბუქი ჭრილობებით საავადმყოფოშია

ვლადიმერ არუთუნიანი, რომელიც ოფიციალური განცხადებით, სავარაუდო ეჭვმიტანილია პრეზიდენტ ბუშის ვიზიტისას ხელყუმბარის სროლაში, ამჟამად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება და ჯერ–ჯერობით გამომძიებლებისთვის ჩვენება არ მიუცია.


არუთუნიანს სამი ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. თუმცა ექიმების განცხადებით, არცერთი მათგანი სიცოხლისათვის საშიში არ არის.


მოსალოდნელია, რომ მოგვიანებით არუთუნიანს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.  ჯერ–ჯერობით მისთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button